ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრების უპირატესობები

საცხოვრებელი ბინის შერჩევისას ერთ-ერთ მთავარ დილემას წარმოადგენს კითხვა? – ახალი აშენებული კორპუსი, თუ ძველი, „ქალაქური“ სახლი.

საცხოვრებელი ბინის შერჩევისას ერთ-ერთ მთავარ დილემას წარმოადგენს კითხვა? – ახალი აშენებული კორპუსი,  თუ ძველი,  „ქალაქური“ სახლი. ბოლო წლებში თანამედროვე კომპლექსების მშენებლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც საცხოვრებელ სივრცეს სრულიად ახალ სტანდარტს სთავაზობს. წარმოგიდგენთ,რამდენიმე ფაქტორს, თუ რატომ უნდა შეიძინოთ ბინა ახალაშენებულ კორპუსში.

1. თანამედროვე ინფრასტრუქტურა

ახალი კორპუსები, როგორც წესი, გათვლილია თანამედროვე საჭიროებებზე – მათ ხშირად ახლავს სარეკრეაციო ზონები, ბავშვთა მოედნები, სუპერმარკეტები, ფიტნეს-დარბაზები, ან საკომუნიკაციო სივრცეები. ეს ქმნის მცირე, მაგრამ სრულფასოვან გარემოს, სადაც ყოველდღიური ცხოვრება უფრო კომფორტული და პრაქტიკულია.

 

2. ენერგოეფექტურობა და თანამედროვე კომუნიკაციები

ახალაშენებულ შენობებში გათბობის, გაგრილების და ელექტროენერგიის სისტემები თანამედროვე სტანდარტებით არის მოწყობილი. ენერგოეფექტური ფანჯრები და იზოლაცია ამცირებს ხარჯებს კომუნალური გადასახადების მხრივ, ხოლო თანამედროვე ლიფტები და საკომუნიკაციო ქსელები კომფორტს ზრდის.

 

3. უსაფრთხოება

თანამედროვე კორპუსების უმეტესობა აღჭურვილია ვიდეო კამერებით, დაშვების კონტროლის სისტემებითა და დაცვით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქში ცხოვრებისას, სადაც უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობა მაღალია.

 

4. უკეთესი დაგეგმარება და დიზაინი

ახალაშენებულ ბინებში ხშირად გათვალისწინებულია სივრცის თანამედროვე დაგეგმარება – დიდი ფანჯრები,  ნათელი ოთახები და ეფექტური სივრცის გამოყენება. ეს საშუალებას აძლევს მობინადრეებს, ბინა, საკუთარ საჭიროებებს.,  მაქსიმალურად მოარგონ.

 

5. გრძელვადიანი ინვესტიცია

ახალ კორპუსში ბინის შეძენა არა მხოლოდ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა, არამედ მომგებიანი ინვესტიცია. თანამედროვე შენობებს, როგორც წესი, უფრო მაღალი საბაზრო ფასი აქვთ და დროთა განმავლობაში ფასიც მატულობს.