უპირატესობები

01.

მდებარეობა

მულტიფუნციური კომპლექსი „გლდანი ინნ“ განთავსებულია გლდანის რაიონის ურბანულ ცენტრში, მეტრო „ახმეტელის თეატრიდან“ 150 მეტრის დაშორებით, „გლდანი სითი მოლის“ გვერდით და მოიცავს 26125 კვადრატულ მეტრს.  
კომპლექსის მდებარეობა აქტიური ცხოვრების, კულტურის და კომერციის ჰარმონიული შერწყმის შესაძლებლობას იძლევა, რაც საინტერესოა ადამიანებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ერთ სივრცეში ნებისმიერი მომსახურების მიღება.  

02.

რეკრეაცია

„გლდანი ინნის“ ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ეთმობა რეკრეაციულ განაშენიანებას.
ტერიტორიის 20000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება ულამაზესი სარეკრეაციო ზონა - გამწვანებული მოსასვენებელი სივრცეები, ბავშვების სათამაშო და  სპორტული მოედნები,  ველო და სასეირნო ბილიკები.
სრულ ტერიტორიაზე დაირგვება მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეები, რაც ურბანულად განაშენიანებულ რაიონში, მაცხოვრებლების მაქსიმალურად ჯანსაღ გარემოში ცხოვრების გარანტიას იძლევა.

ნახეთ ვიდეო

03.

სამშენებლო ხარისხი

„გლდანი ინნ“-ის საცხოვრებელი კომპლექსი ხარისხის უმაღლესი სტანდარტებით იქმნება და მაქსიმალურ მდგრადობას ითვალისწინებს. პროექტზე ქალაქის ცნობილმა არქიტექტორების გუნდმა  და კომპანია „ჰაუსარტმა“ იმუშავა.  შენობები წერტილოვანი საძირკველით არის წარმოდგენილი და 50-ზე მეტ ხიმინჯს მოიცავს. მშენებლობა ენერგოეფექტური და სერტიფიცირებული სამშენებლო მასალებით მიმდინარეობს, რაც დამატებით უზრუნველყოფს თბო და ხმის იზოლაციას.

04.

ლობი

ბლოკებში შეგხვდებათ ულამაზესი ლობის ტიპის მისაღები, რაც დამახასიათებელია პრემიუმ ტიპის საცხოვრებლებისთვის. მისაღები გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით და კომფორტული ინფრასტრუქტურით, რაც სასიამოვნო გარემოს უქმნის, როგორც მობინადრეებს, ასევე მათ სტუმრებს.

შეარჩიე ბინა

05.

პარკინგი

თითოეულ ბლოკში გათვალისწინებულია თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ორდონიანი საპარკინგე ზონა. თანამედროვე პარკირების სისტემა მობინადრეების ავტომობილების უსაფრთხო და კომფორტულ განთავსებას უზრუნველყოფს.

უპირატესობები

უპირატესობები

უპირატესობები

უპირატესობები

20000  m2

გამწვანებული ეზო

4

საცხოვრებელი სივრცე

1038

ბინა

3400 m2

ბიზნეს სივრცე

გაყიდვები დაიწყო

დეტალებისთვის დაგვიკავშირდით

კონტაქტი

გაყიდვების ოფისი

გლდანის რაიონი, ილია ვეკუას ქ.  #11გ
0178, თბილისი, საქართველო

კომპანია

„გლდანი ინნ“ დეველოპერული კომპანია „ინნ დეველოპმენტის“ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელსაც 2024 წელს ჩაეყარა საფუძველი.   

“ინნ დეველოპმენტი“ - პრემიუმ კლასის დეველოპერული კომპანიაა, რომელიც მრავალი წელია პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე და საზოგადოებას  ხარისხიან, კომფორტულ და უნიკალურ საცხოვრებელ სივრცეებს სთავაზობს. პროექტის პარტნიორია საქართველოს ბანკი.

 მულტიფუნციური კომპლექსი „გლდანი ინნ“ განთავსებულია გლდანის რაიონის ურბანულ ცენტრში.
პროექტი აერთიანებს ოთხ საცხოვრებელი ბლოკს და ერთ ბიზნეს სივრცეს. კომპანია გთავაზობთ გამორჩეული პროექტის ბინებსა და ბიზნეს სივრცეებს, ყველა ინტერესისა და საქმიანობის ადამიანებისთვის.  კომპლექსი მიმზიდველია მათთვის, ვისაც სურს იცხოვროს კომფორტულ და ჯანსაღ გარემოში და, ასევე, მათთვის, ვინც გეგმავს ინვესტიციის განხორციელებას

გაიგე მეტი