როგორ შენდება "გლდანი ინნის" კომპლექსი (ნაწილი I)

წარმოგიდგენთ საინფორმაციო ბლოგს “როგორ შენდება “გლდანი ინნის” კომპლექსი”, სადაც გაეცნობით კომპანიისა და მშენებლობის შესახებ საინტერესო სიახლეებს.

კომპანია “გლდანი ინნის” მიზანია თითოეული მისი ბინადარი და პოტენციური მყიდველი მუდმივად ინფორმირებული იყოს მშენებლობის ხარისხსა და მიმდინარეობაზე.

შესაბამისად წარმოგიდგენთ საინფორმაციო ბლოგს “როგორ შენდება “გლდანი ინნის” კომპლექსი”, სადაც გაეცნობით კომპანიისა და მშენებლობის შესახებ საინტერესო სიახლეებს.

“გლდანი ინნ” წარმოადგენს პრემიუმ კლასის სამშენებლო კომპანიას, რაც გულისხმობს უმაღლესი ხარისხის და სტანდარტების სამშენებლო მასალების და დანადგარების გამოყენებას.

კომპლექსის მშენებლობისას კომპანია მიჰყვება ევროპულ სტანდარტებს და ორიენტირებულია უსაფრთხო სამშენებლო პროცესზე, თანამედროვე და ინოვაციურ კონსტრუქციებზე, დროის მაქსიმალურად დაზოგვასა და მაღალი ხარისხის შედეგზე.  ყველა ამ მიზნის მისაღწევად, მშენებლობის ყველა ეტაპზე ვირჩევთ ბაზარზე არსებულ ლიდერ კომპანიებს.

ასეთ კომპანიებს შორისაა საყალიბე და ხარაჩოების სისტემების წამყვანი გერმანული კომპანია - PERI, რომელიც 50 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე და გამოირჩევა უახლესი ტექნოლოგიებით და ინოვაციებით. მათი პროდუქცია სამშენებლო პროცესს  უფრო სწრაფს, უსაფრთხოს და ხარისხიანს ხდის.

„გლდანი ინნის“ კომპლექსის კორპუსების კედლების, საძირკვლებისა და სვეტების ამოსაყვანად, კომპანია იყენებს HANDSET Alpha-ს. მისი მტკიცე და ორიგინალური დიზაინის წყალობით, მცირდება შეცდომები და მიიღება იდეალური ზედაპირის საფასადე ბეტონი. სისტემა გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამშენებლო პროცესის და მშენებლების უსაფრთხოებისთვის.  

რაც შეეხება გადახურვის ყალიბებს, კომპანია იყენებს Peri Alphadeck-ის ყალიბებს, რომლებიც გამოირჩევა, მონტაჟის სიმარტივით და მოქნილი დიზაინით, შედეგად მისი აწყობის და დაყალიბების პროცესი მაქსიმალურად სწრაფი და უსაფრთხოა, ხოლო შედეგი - ხარისხიანი.

ამ ეტაპზე, „გლდანი ინნის“ კომპლექსში სამი კორპუსის მშენებლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს; აქტიურ ფაზაშია, საძირკვლისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, საძირკვლის ფილის დაბეტონების და მოპრიალების სამუშაოები, სართულშორისი ფილის არმირების სამუშაოები.