ჩვენ
შესახებ

გამოცდილება

“ინნ დეველოპმენტი“ - პრემიუმ კლასის დეველოპერული კომპანიაა, რომელიც მრავალი წელია პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე და საზოგადოებას  ხარისხიან, კომფორტულ და უნიკალურ საცხოვრებელ სივრცეებს სთავაზობს.

კომპანია წარმატებულად ახორციელებს უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცხოვრებელ და ბიზნეს პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის აღსანიშნავია საცხოვრებელი და ბიზნეს სივრცეები, როგორიცაა, სასტუმროები “ბაკურიანი ინნ”, “ახალციხე ინნ”, “გუდაური ინნ”, “გორი ინნ”, ასევე, საცხოვრებელი კომპლექსები ვაშლიჯვარში “რენესანსი ინნ”, “ბაკურიანი ინნ აპარტამენტები” მიმდინარე პროექტი “ინნ დეველოპმენტ დიდი დიღომი”.

კომპანია “ინნ დეველოპმენტი” წლების განმავლობაში  აქტიურად ვითარდება და მომხმარებლებისთვის სანდოობასთან, კომფორტთან, საუკეთესო მომსახურებასა და ყველასთვის მორგებულ პირობებთან ასოცირდება.

2023 წელს კომპანია “ინნ დეველოპმენტი” შვეციარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის მონაცემებით “წლის ლიდერი ბრენდი” გახდა.

მისია და მიზანი

კომპანიის მისიაა საზოგადოებას შესთავაზოს თანამედროვე საჭიროებებზე მორგებული, განსაკუთრებული არქიტექტურისა და დიზაინის პროექტები, რომლებიც გამოირჩევა მრავალფუნქციურობით,  მდგრადობით და  მრავალფეროვანი სარეკრეაციო ზონებით.

კომპანიის მიზანია მომხმარებლებს გაუწიოს მაღალი დონის მომსახურება, უზრუნველყოს მათი მაქსიმალური კმაყოფილება და შეუქმნას მყუდრო გარემო  ხარისხიანი ცხოვრებისა და ბიზნეს საქმიანობისთვის.

ხარისხი

“ინნ დეველოპმენტი”, ორიენტირებულია ხარისხზე, უსაფრთხოებასა და თანამედროვე სტანდარტების დაცვაზე.

მშენებლობისას გამოიყენება სერთიფიცირებული სამშენებლო მასალები და ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლისგანაც პროფესიონალ ინჟინერთა გუნდი ქმნის  მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტურ და სეისმომედეგ შენობებს, რაც, თავის მხრივ, მომხმარებელთა ერთგულების მოპოვების გარანტიაა.