“გლდანი ინნის” ხარისხიანი მშენებლობის პროცესს კომპანია “ციტადელი” უზრუნველყოფს

საცხოვრებელი კომპლექსის “გლდანი ინნის” ხარისხიანი მშენებლობის პროცესს კომპანია “ციტადელი” უზრუნველყოფს, რომელიც ისეთ გერმანულ ბრენდებთან მუშაობს, როგორიცაა PERI, ALPHADECK და HEADSET ALPHA.
ამ ეტაპზე მონოლითური კედლებისა და კოლონების , ასევე გადახურვის ფილის არმირების სამუშაოები მიმდინარეობს.
ობიექტი აღჭურვილია გერმანული PERI-ს საყალიბე სისტემით.
გეგმის მიხედვით PERI-ს სისტემებით სამშენებლო ნორმების და შესაძლებლო რისკების გათვალისწინებით, თვეში ორი სართულის ჩასხმა ხორციელდება.
მონოლითური სამუშაოების პროცესში გამოიყენება ALPHADECK და HEADSET ALPHA.
ALPHADECK-ზე არჩევანი შეჩერდა სხვადასხვა მნიშველოვანი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა მსუბუქი და გამძლე ალუმინის პროფილი, ცხელი მეთოდით გალვანიზირებული უმაღლესი ხარისხის აქსესუარები და დგარები, ასევე, სხვა დეტალები.
HEADSET ALPA-ს უპირატესობებს შორისაა მოსახერხებელი დიზაინი , გამძლე კარკასი, სიმსუბუქე, ბეტონის მაღალი წნევისადმი მედეგობა, მაკომპლექტებელი დეტალის სიმცირე და უნივერსალობა.
დამატებითი დეტალებისთვის გთავაზობთ ვიდეო მასალას.