ცალკე სამზარეულო vs სტუდიო - როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება?

რემონტის დაწყებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სივრცის დაგეგმარებაა - ცალკე სამზარეულო თუ სტუდიო ტიპის განლაგება?

ორივე მათგანს აქვს უპირატესობები და გამოწვევები - რომელს აირჩევთ, დამოკიდებულია თქვენი ცხოვრების სტილზე, ფუნქციებზე, ბინის ზომასა და არსებულ საჭიროებებზე.

‍

ცალკე სამზარეულო — ტრადიციული, კომფორტული და პრაქტიკულია.

  • ‍ უპირატესობები:

 ·      სუნისა და ორთქლის იზოლაცია: საჭმლის სუნი არ ვრცელდება საძინებლებსა დამისაღებში.

·      მეტი წესრიგის განცდა: ერთი კარის დაკეტვით „სამუშაო ქაოსი“ უკვე დამალულია.

·      პირადი სივრცე: ვისაც სამზარეულოში მარტო, წყნარ გარემოში მუშაობა უყვარს , მათთვის იდეალურია.

·      აკუსტიკა: სამზარეულოს წვრილი ტექნიკის  ხმა არ ისმის  სხვა ოთახებში.

‍

  • ‍გამოწვევები:

·      სივრცე იზოლირდება დანარჩენი ოთახებისგან, რის გამოც, ბინა მცირე და დაყოფილი ჩანს.

·      ოჯახის წევრები „იშლებიან“ — ვინც ამზადებს, მოწყვეტილია სხვა ოჯახის წევრებს.

‍

სტუდიო ტიპის ბინა — თანამედროვე და ვიზუალურად მსუბუქია.

  • ‍ უპირატესობები:

·      უფრო დიდი სივრცის შთაბეჭდილება: ზედმეტი კედლების გარეშე ბინა უფრო ფართო, ნათელი და ჰაეროვანი ჩანს.

·      სოციალური კომფორტი: სამზარეულოში ყოფნისას ყველას ხედავთ და არ კარგავთ კომუნიკაციას.  

·      დიზაინის თავისუფლება: ერთიან სივრცეში სამუშაო ოთახის და სამზარეულოს ზონები შეგიძლიათ თქვენი სტილით გაერთიანდეს.

‍

  • ‍გამოწვევები:

·      სუნები და ხმები: საჭმლის სუნი მარტივად ვრცელდება მთელ სივრცეში, რასაც ხშირად კარგი გამწოვიც ვერ შველის.

·      მუდმივი სისუფთავის საჭიროება: რადგან სამზარეულო ღიაა, პატარა არეულობაც მკვეთრად ჩანს.

‍

დასკვნა

✔ მცირე ბინების შემთხვევაში — სტუდიო უფრო ოპტიმალურია, რადგან სივრცე ვიზუალურად იზრდება.
✔ მრავალსულიან ოჯახში — ცალკე სამზარეულო ხშირად უფრო კომფორტულია, რადგან ყველა ზონა დამოუკიდებლად მუშაობს.
✔ გიყვართ სტუმრების მიღება? სტუდიო იდეალურია, რადგან სამზარეულო და მისაღები ერთი დიდი სოციალური სივრცეა.
✔ არ გიყვართ არეულობა და სუნები? მაშინ ცალკე სამზარეულო აშკარა გამარჯვებულია.

 დაფიქრდით თქვენს სურვილებზე, პრიორიტეტებზე და მიიღეთ თქვენთვის იდეალური გადაწყვეტილება. წარმატებებს გისურვებთ.

‍